Tuesday, October 10, 2017

მერვე დღის რეფლეკსია

ვიმუშავეთ პროეკტის ძირითად მიმართულებებზე  მივიღეტ უკუკავშირი. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და მისი ატვირღვა სასწავლო პროექტის დამხმარეში  .

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. შემდეგ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეობების გადასმა ჩვენს ბლოგზე.

Friday, October 6, 2017

მეექვსე დღის რეფლეკსია

ტრენინგის დაწყებისას გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა  განვიხილეთ პროექტის შეფასებს კრიტერიუმები გავაანალიზეთ დროის ჩარჩო მივიღეთ უკუკაბშირი  ვისწავლეთ სანდო  წყაროების მოპოვება. ლინკების ჩასმა საქაღალდეში.სურათების ნახატების დიაგრამების ჩასმა საქაღალდეში. მივიღეთ  დავალება
გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის პრეზენტაცია.

Tuesday, October 3, 2017

პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

სტანდარტი გეო. 1x.6 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პეპსპექტივები.

ინდიკატორი   მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის  აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრაქტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს  ტურიზმის  შესაბამისი  სახეობის  განვითარებაზე.




პროექტის საკვანძო კითხვები

ტურისტული მოგზაურობები რა გავლენას ახდენს ადამიანების ცნობიერებაზე ჯანმრთელობაზე?
ტურიზმის განვითარებას შეუძლია თუ არა მსოფლიოს ხალხების კულტურების დაახლოვება და როგორ?
ტურიზმის განვითარებას შეუძლია თუ არა მსოფლიოს მშვიდობიანი თანაარსებობის განვითარების გაღრმავება?
ტურიზმის განვითარებას შეუძლია  თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხალხების გაერთიანება დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად?

პროეკტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი     რა შედეგები მოაქვს  ტურიზმის განვითარებას სახელმწიფოებს შორის?
თემატური  ეკონომიკის დარგი ტურიზმი რატომ არის წარმატებული საქართველოში?
შინაარსობრივი   1   კახეთის რეგიონში რომელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბუნების ძეგლებია ტურისტებისათვის ღირსშესანიშნავი?
2  რა ახალი  ინფრაქსტრუქტურით შეიძლება გამრავლფეროვნდეს ტურისტული მარშუტები კახეთის რეგიონში?
3 კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარება რომელ ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს?

N4 დღის რეფლეკსია

ტრენინგის მეოთხე დღეს გავიხსენეთ მესამე ტრენინგზე ნასწავლი მასალა. გავიმეორეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები. ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ქალბატონმა ლალიმ გვასწავლა ბლოგში ფონის  შერჩევა დიზაინი გვერდების დამატება. განვიხილეთ შეფასების ჩარჩოს შევსება. დრაივში მუშაობა  პროეკტის შაბლონის შევსება.მოგვცა საშინაო დავალება დროის ჩარჩოს შევსება მომავალი ტრენინგისათვის.

v-ე დღის რეფლეკსია

გავიხილეთ საშინაო დავალება დროის ჩარჩოს შევსების შესახებ მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი ტრენინგის მსვლელობის დროს შეგვექმნა ტექნიკური პრობლემა.ქალბატონი ლალი გვეხმარებოდა.გავეცანით საავტორო უფლებებს თუ როგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და როგორ ჩავსვათ ლინკები საქაღალდეში. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა როგორ ჩავამატოთ გვერდები. როგორ გავასაჯაროოთ პორთფოლიო.მოგვცა საშინაო დავალება  შეფასების დროის ჩარჩოს შევსება. ინფორმაციის ფოტოების სურათების და სხვა მასალების მოძიება და ლინკის განთავსება საქაღალდეში.მადლობა ქალბატონ ლალის უშუალო დამოკიდებულებისათვის. 

Sunday, September 17, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ მესამე დღეს მიღებული ცოდნა. მივიღეთ უკუკავშირი.კოლეგებს დავუწერეთ უკუკავშირი საშინაო დავალებაზე. ვისწავლეთ ფონის შეცვლა საკუთარ ბლოგზე ახალი ფაილების დამატება.გავეცანითთერიულ მასალას.მივიღეთ შესაბამისი დავალება

Tuesday, September 12, 2017

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

                                                              III დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა, გავეცანით პროექტის იდეებს, მივიღეთ უკუკავშირი კოლეგების მიერ, პროექტის იდეასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები რაზეც მივიღეთ უკუკავშირი ტრენერის მიერ, ასევე გავეცანით პროექტის საკვანძო მიმართულების კითხვებს, გავეცანით თეორიულ მასალას. მივიღე მომდევნო სატრენინგო დღის დავალება.

ტრენინგის II დღის რეფლექსია

                                                            II დღის რეფლექსია
ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ქალბატონმა ლალიმ გაგვახსენა ელექტორნულ ფოსტაზე შესვლა, იქიდან ბლოგზე გადასვლა, ახალი პოსტის შექმნა, შენახვა, გამოქვეყენება, გაგზავნა, გაუქმება, ბლოგის დათვალიერება.

ტურიზმის განვითარება კახეთის რეგიონში

IX კლასი საგანი გეოგრაფია
მასწავლებელი : მარინე ჯუგაშვილი
პროექტის თემა : კახეთის რეგიონი
პროექტის იდეა : კახეთის რეგიონის სტრატეგიულ დარგის ტურიზმის განვითარების შესახებ
სტანდარტი გეო. IX 6 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და განვითარების პერსპექტივები.
ინდიკატორი: მოსწავლეს შეუძლია მოიძს ინფორმაცია ტურიზმის და ინფრასტურქტურის შესახებ ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამის სახეობის განვითარებაზე
 მოსაწვლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროების გამოყენებით და შექმნიან კახეთის რეგიონის ტურიზმის რუკას აღნიშავენ მუნიციპალიტეტებს განსაზღვრავენ მისი განვითარების პერსპექტივებებს ტურიზმის განვითარებას მომავალში და გაანალიზებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს ეკოლოგიური მიმართულებით, გააკეთებენ პრეზენტაციას შექმნიან ვიდეო რგოლს კახეთის რეგიონში
შედეგი: მოსწავლეები განივითარებენ შემდეგ უნარებს :
1. ინფრომაციის მოპოვებას და ორგანიზებას სხვადასხვა წყაროებიდან 2. პრეზენტაციის გაკეთებას 3. კვლევა 4. თემატური რუკის შექმა 5. ვიდეო რგოლის შექმნა 6. თანამშრომლობა
ზოგადი : დავალება-კითხვები 1) ზოგადი 2) თემატური 3) შინაარსობრივი

ზოგადი: 1. სად მდებარეობს კახეთს რეგიონი

თემატური: 1. რატომ არის ტურიზმის განვითარებისთვის ხერსაყრელი პირობები კახეთის რეგიონში 2. რამდენი მუნიციპალიტეტია კახეთში

შინაარსობრივი: 1. რა იზიდავს მრავალრიცხოვან ტურისტებს კახეთის რეგიონში, ჩამოვთვალოთ მიზეზები.

Friday, September 8, 2017

პროექტის სასწავლო მიზნები


  •       მოსწავლეები მოიძიებენ ინფრომაციას და სხვადასხვა წყაროების გამოყენებით დაახარისხებენ  მასალას.  
  •      მოახდენენ წყაროების კლასიფიკაციას ისტორიული ძეგლების ტურიზმისათვის გამოსადეგობის მიხედვით.
  •    ანალიზის  და კვლევის საფუძველზე შეადგენენ  თემატურ რუკას სადაც დაიტანენ ტურისმისათვის გასადეგადგილებს ანუ შექმნიან ტურისტული მარშუტისიმართულებებს რუკას
  •    შექმნიან კახეთს რეგიონის ტურიზმის რუკას, აღნიშნავენ მუნიციპალიტეტებს,
  • განსაზღვრავენ კახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებს მომავალში,
  • გაანალიზებენ მის დადებით მხარეებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით გაარკვევენ რა დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ტურიზმის განვითარებას. გააკეთებენ პრეზენტაციას შემქნიან ვიდეორგოლს ტურიზმის თემაზე კახეთის რეგიონში.